ახალი წელი საქართველოში და კუთხური ტრადიციები

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, მე-16 საუკუნეში შემოიღეს. ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება, ბირმაში – 1 აპრილს იწყება, ვიეტნამში – 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.

ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის აღინიშნება. ახალი წლის თარიღს საქართველოშიც ხშირად ცვლიდნენ. საბოლოოდ, 1 იანვარს დამკვიდრდა.

ახალ წელთან დაკავშირებით, “ამბიონი” ესაუბრა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, მამა არჩილ ხაჩიძეს: “ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას.

იაპონიაში ახალ წელთაღრიცხვას მე-20 საუკუნემდე იმპერატორის ტახტზე ასვლიდან იწყებდნენ. საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდათ, ბაბილონელებს, ასურელებს, რომაელებს. რაც კაცობრიობა, დროის ათვლა დაიწყო, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ზოგან შვიდი, ზოგან რვა, ზოგან ათ დღიანი კვირების, 10, 11, 12 თვიანი წელიწადის შემოღება. თუმცა წელიწადი ყველგან მეტნაკლებად განისაზღვრა და მთელს მსოფლიოში ერთმანეთს მიემსგავსა.

ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.

ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

ახალი და ძველი წელიწადი, საეკლესიო დღესასწაული არ არის. ორი ახალი წელი მას შემდეგ შემოვიდა, რაც 1582წ. პაპმა გრიგოლ მე-13-მ განახორციელა კალენდარული რეფორმა, რომლის დროსაც მან ის ნაკლოვანებები იანგარიშა, რომელიც თავის დროზე, იულიუსის კალენდარს გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, 14,157 მეათასედ წამის ცდომილებას იწვევდა. რაღაც პერიოდში ხდებოდა ამ ცდომილებების დაგროვება და ამ 1600 წლის განმავლობაში 13 სრული დღე დაგროვდა, რომელიც შემდგომში გამოაკლეს. მექანიკური ჩარევა მოხდა კალენდარში. თუმცა, არა ათვლის პრინციპით. უშუალოდ კალენდარში 13 დღე გამოტოვეს და დაიწყეს დროის ახალი ათვლა.

მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.

ახალ წელს ყველა ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენც, როგორც რიგითი მოქალაქეები ვერ ჩამოვრჩებით და არც უნდა ჩამოვრჩეთ.

ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი და ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.

ტრადიციები და ახალი წელი

ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ძველად, თბილისის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდა, თვლიდნენ, რომ ამ დღეს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო, თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება მათ გვერდს აუვლიდა.

ძველად ახალ წელს დათრობა და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი დღე იყო, მთაშიც და ბარშიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, დიასახლისი რიტუალურ პურს, ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ბარში ტაბლაზე დააწყობდნენ წითელ კვერცხებს, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი მთაშიც და ბარშიც შეშის მოტანა იყო.

გურიაში საახალწლო სამზადისი, ახალი წლის წინა დღეს იწყებოდა. ყველაფერს რეცხავდნენ, საკალანდე ღორი იკვლებოდა და ოჯახი მეკვლის დასახვედრად ემზადებოდა. მეკვლე კი საახალწლო რიტუალისთვის უმთავრესი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა გურიაში, სამეკვლეო პროდუქტებით, რომელიც გურული კაცისათვის აუცილებელი იყო. ეს ტკბილეული იყო, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: “კარი გამიღე ბედნიერო”, ოჯახის უფროსი გასძახებდა: “რა მოგაქვს?”, მეკვლე პასუხობდა: “ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე”. ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება რამდენიმე ოჯახის მეკვლე ყოფილიყო.

სვანეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალი წლისთვის სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხებს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ “ხელს აუხსნიდნენ” მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც იტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ.

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა, “კარი გამიღე შენ ბედნიერო”. ოჯახიდანაც იგივე ტექსტს პასუხობდნენ. სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო.

რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელით არის ცნობილი. ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზე. ნათლისღებას კი საკალანდო ღორი იკვლებოდა, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე-მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.

ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს – ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი დ. 23 თებერვალი, 1685, ჰალე (ზაალე) — გ. 14 აპრილი, 1759, ლონდონი  ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება მოიცავს 42 ოპერას, 29 ორატორიას, ასევე საეკლესიო ქორალებს, საორღანო კონცერტებს, გასართობი სახის ნაწარმოებებს. მის ნაწარმოებებს შორის უმნიშვნელოვანესია ორატორია„მესია“. ჰენდელის შემოქმედება იმდროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს; ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარა.

ბიოგრაფია

8 წლის ასაკიდან ჰენდელი იღებს მუსიკის გაკვეთილებს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: ჰობოი, ვიოლინო, ორგანი. იგი თავიდანვე დიდი ტალანტით გამოირჩეოდა. მას მუსიკის პედაგოგისგან განსაკუთრებით პატარა ვოკალური ნაწარმოებები და ყოველკვირეულად მოტეტის წერა ევალებოდა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მის შემოქმედებაში.1702 წელს ჰენდელი იწყებს სამართალმცოდნობის სწავლას ჰალეში, ამავე წელს იგი ხდება ჰალეს მთავარი ტაძრის ორგანისტი. 1703 წელს იგი გადადის ჰამბურგში, სადაც გერმანული ოპერა რაინჰარდ კაიზერის მეშვეობით აღმავლობას განიცდის. ჰენდელი ჯერ მეორე მევიოლინეთ, ხოლო შემდეგ ჩემბალისტად იწყებს ჰამბურგში მუშობას.ჰამბურგში იგი უმეგობრდება ცნობილ კომპოზიტორ, დირიჟორ და მომღერალ იოჰან მატესონს. როდესაც ლიუბეკის მთავარი ორგანისტი და ცნობილი კომპოზიტორი დიტრიხ ბუქსტეჰუდეწლოვანების გამო პენსიაზე გავიდა, მატესონი და ჰენდელი მიემგზავრებიან მასთან სტუმრად, მაგრამ მის თანამდებობის დაკავებისთვის არცერთს არ შეუთავაზებია თავი. რადგან როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე მოსული პირი მის უფროს ქალიშვილზე უნდა დაქორწინებულიყო.1705 წელს ჰამბურგში შედგა მისი პირველი ოპერის “ალმირას” პრემიერა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ოპერა “ალმირაში” გაერთიანებულია გერმანული და იტალიური ოპერების ფორმა. თუმცა მატესონმა ოპერა მძლავრად გააკრიტიკა, ისინი მაინც მეგობრებად დარჩნენ.”ალმირას” პრემიერას რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ოპერის “ნერონის” პრემიერაც მოჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელს წარმატება აღარ მოჰყოლია. ჰენდელი, 1706 წელს ტოვებს ჰამბურგს და გადადის იტალიაში, სადაც იგი მოგზაურობს და თან სწავლობს. იტალიაში იგი ეზიარება იტალიურ ოპერას, რამაც მის მუსიკალურ შემოქმედებაზე უდიდესი როლი ითამაშა. ჰენდელი ხვდება მნიშვნელოვან კომპოზიტორებს არქანჯელო კორელის, ალესანდრო და დომენიკო სკარლატის, ანტონიო ლოტის. იტალიაში იწყება მისი აღმავლობა.იგი იტალიაში ეცნობა მრავალ გავლენიან პიროვნებებს და აგრეთვე ჰანოვერის პრინც ავგუსტ-ს, გეორგ I-ის ძმას, რომლის კარზეც ჰანოვერში, ჰენდელი 1710 წლიდან კაპელმაისტერად ინიშნება.

ვოლფანგ ამადეუს მოცარტი

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს,ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი,კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად იგი ქმნიდა პირველ ოპერას.

პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771

1766 წელს მოცარტის ოჯახი მიემგზავრებოდა ვენაში,მაგრამ ეპიდემიის გამო მოუწიათ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებდნენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილიბასტიენ და ბასტიენა“ (KV 50) და ოპერა-ბუფაLa finta semplice“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, „იტალიური პარტიის“ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და “Dramma per musica Lucio Silla” (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდაფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: “პათეტიკური” (№ 8, 1799), “სამგლოვიარო მარშით” (№ 12, 1801), “მთვარის” (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I – 1798, II – 1798, III – 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი “პრომეთეს ქმნილებანი” (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთჰოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა, მან უამრავი სიმფონია შექმნა.